ფეხბურთი

22:30 | 22.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" დიეგო გოდინის დამატებას გეგმავს

იტალიური „მილანი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველ დიეგო გოდინის ტრანსფერზე იწყებს მუშაობას. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, „როსონერის“ გამოცდილი ურუგვაელი ფეხბურთელის დამატება თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს.

გოდინს „როხიბლანკოსთან“ ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით მის გახანგრძლივებაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

სწორედ შექმნილი ვითარებით აპირებს ლეონარდო სარგებლობას და ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გოდინმა „ატლეტიკოს“ ღირსება 15 მატჩში დაიცვა და 2 გოლის გატანა შეძლო.

0.10361