ფეხბურთი

23:40 | 22.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "იუვენტუსში" მანქანად ჩამოვყალიბდი"

ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც „აიაქსიდან“ ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა. შვედი გიგანტის განცხადებით, "იუვენტუსში" მანქანად ჩამოყალიბდა და მისი ფეხბურთის თამაშის სტილი შეიცვალა.

„კარიერის დასაწყისში მხოლოდ გოლების გატანაზე არ ვფიქრობდი, ვცდილობდი ტექნიკური ფეხბურთი მეთამაშა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც „იუვენტუსში“ გადავედი. „აიაქსში“ შესანიშნავად ვთამაშობდი, იყო ფსიქოლოგიური ზეწოლაც, მაგრამ გოლების გატანა იტალიაში ვისწავლე, „იუვენტუსში“, ფაბიო კაპელოსთან.

ჩემთვის ყველაფერი ახალი, გასაოცარი იყო: დიდი გუნდი, დიდი ფეხბურთელები, დიდი მწვრთნელი, დიდი ისტორია, იტალიური ფეხბურთი, სერია A. ვფიქრობდი, ვაუ, ეს იტალიური ფეხბურთია, მსოფლიოში საუკეთესო და აქ დიდხანს დავრჩები.

ვარჯიშის პირველივე დღეს მესმის კაპელოს ყვირილი: „იბრა!“. შემდეგ ყველა ასე მომმართავდა. ლუჩანო მოჯიმ არც კი იცოდა ჩემი გვარის წარმოთქმა და ამიტომ, მხოლოდ იბრას მეძახდა.

ზოგჯერ ისეთი დაღლილი ვიყავი, მხოლოდ სახლში წასვლა მინდოდა. აღარც კარის დანახვა მინდოდა და აღარც მეკარის. თუმცა, "იუვენტუსში" ნამდვილ მანქანად ვიქეცი. განსაკუთრებით იტალიაში თავდამსხმელობა ძალიან რთულია. მაშინ იტალიური ფეხბურთი საუკეთესო იყო, ვიხსენებდი ისეთ მცველებთან თამაშს, როგორებც პაოლო მალდინი და ალესანდრო ნესტა არიან და ვფიქრობდი: როდესაც მათ წინააღმდეგ თამაშობ, შანსი არ გაქვს. შეიძლება მცირე შანსი გქონდეს, მაგრამ მათ უკან დიდა იდგა. თუმცა მე ასევე გამიმართლა, რადგან არ მიწევდა ბუფონის, ტურამისა და კანავაროს წინააღმდეგ თამაში“, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი „იუვენტუსში“ 2004-2006 წლებში თამაშობდა, ხოლო შემდეგ სხვა და სხვა დროს სერია A-ს კიდევ ორი გუნდის ღირსება დაიცვა - „ინტერი“ და „მილანი“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125961