ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩის წინ, „ლივერპულის“ წინააღმდეგ, „პარი სენ-ჟერმენი“ დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტომას ტუხელის გუნდმა, უმნიშვნელოვანეს მატჩში, შესაძლოა, ორი დაშავებული მთავარი შემტევი ვერ ათამაშოს.
წყარო ამტკიცებს, რომ ნეიმარს კუნთის მოსაშუშებლად მინიმუმ ორი კვირა დასჭირდება, ამიტომ მერსისაიდელებთან მატჩამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს.
მბაპეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, მას მხარი აქვს დაშავებული. თუმცა გადაწყვეტილი ჯარ არაფერია. ექიმები საბოლოო პასუხს მატჩამდე ორი დღით ადრე იტყვიან.
პსჟ - „ლივერპულის“ შეხვედრა 28 ნოემბერს, პარიზის „პარკ დე პრენსის“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 24 საათზე დაიწყება.