ფეხბურთი

9:03 | 22.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ედმილსონი: „ნეიმარის პსჟ-ში გადასვლა შეცდომა იყო“

„ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელ, ედმილსონს, მიაჩნია, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარი, შეცდა, როცა კატალონიური კლუბიდან პარიზულში გადავიდა..

„ნეიმარის კარიერა, ცხადია, მისი პირადი საქმეა, მაგრამ, ვფიქრობ, მისი „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლა, შეცდომა იყო. თუ მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობა სურს, ამას კატალონიურ კლუბში უფრო მალე მიაღწევდა.

ახლა მისთვის ოსტატობის დახვეწა რთულია, რადგან პსჟ კონკურენტებზე 2-3 თავით მაღლა დგას ფრანგულ ლიგა 1-ში .

ცხადია, ამას იმ შემთხვევისთვის ვამბობ, თუკი ნეიმარისთვის ფეხბურთი პირველ ადგილზე დგას და არა ვარცხნილობა. რონალდუ და მესი მსოფლიოს საუკეთესო მოთმაშეები არიან იმიტომ, რომ ფეხბურთი მათთვის მთავარია ცხოვრებაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11726