ირლანდიის ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშებაში წარუმატებლად გამოვიდა და სამწვრთნელო შტაბიც შეიცვალა. როგორც ირლანდიის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, პოსტიდან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მარტინ ონილი დაითხოვეს.
მასთან ერთად თანამდებობები დატოვეს სამწვრთნელი შტაბის წევრებმა როი კინმა, სიმუმ მაკდონმა და სტივ გაპიმ.
ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება ონილის მემკვიდრე, რომელიც ირლანდიის ნაკრებში 2013 წლიდან მუშაობა. ერთა ლიგაზე კი, ირლანდიელები წარუმატებლად გამოვიდნენ და B დივიზიონიდან C დივიზიონში დაქვეითდნენ.