ფეხბურთი

21:25 | 21.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

კანი შესაძლოა "ბაიერნში" დაბრუნდეს

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის „ბაიერნში“ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. ეს ეხება არამხოლოდ ფეხბურთელთა კომპლექტაციას, არამედ გუნდის ხელმძღვანელობასაც.

როგორც გერმანული მედია წერს, „რეკორდმაისტერში“ შესაძლოა დაბრუნდეს ლეგენდარული ოლივერ კანი და პრეზიდენტის პოსტი ჩაიბაროს. როგორც ცნობილი ხდება, გაზაფხულზე აღნიშნულ პოსტს ული ჰიონესი დატოვებს და კანი მემკვიდრეთა შორის ფავორიტი იქნება.

საინტერესოა, რომ არაა გამორიცხული პრეზინდეტის პოსტზე თავისი კანდიდატურა წარმოადგინოს კარლ-ჰაინც რუმენიგემაც.

შეგახსენებთ, რომ ოლივერ კანი „ბაიერნის“ ღირსებას 1994-2008 წლებში იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112875