ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ტრავმა სერიოზული არ გამოდგა. ESPN-ის ცნობით, ფრანგი შემტევი ლიგა 1-ის დამდეგ მატჩს გამოტოვებს „ტულუზას“ წინააღმდეგ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ მოედანზე გასვლას შეძლებს.
შეგახსენებთ, მბაპემ საფრანგეთისა და ურუგვაის ნაკრებთა სპარინგში მხრის ტრავმა მიიღო და 36-ე წუთზე შეცვალეს.
აღსანიშნავია, რომ გუშინვე, ასევე სპარინგში პსჟ-ს კიდევ ერთი ლიდერი, ბრაზილიელი ნეიმარი დაშავდა.