ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი დაშავდა. სამხრეთ ამერიკელმა შემტევმა ბრაზილიისა და კამერუნის ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო დაზიანება და მერვე წუთზე შეცვალეს.
ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია ნეიმარის ტრავმა. თუმცა, დიდი შანსია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, მეხუთე ტურის შეხვედრა გამოტოვოს, რომელიც პსჟ-სთვის გადამწყვეტია და რომელსაც „ლივერპულის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. აღნიშნული შეხვედრა ზუსტად 1 კვირაში გაიმართება.
ნეიმარის ტრავმის ხარისხსს დეტალურად სამედიცინო გამოკვლევა აჩვენებს.