საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ამჯერად კვიპროსელ თანატოლებთან დაზავდა. შეხვედრა პაფოსში გაიმართა და გუნდებმა თითო გოლი გაუტანეს ერთმანეთს.
ანგარიში გიორგი არაბიძემ მე-11 წუთზე პენალტით გახსნა, ხოლო კვიპროსმა წონასწორობა 74-ე წუთზე აღადგინა ასევე პენალტით და შეხვედრა მეგობრული ანგარიშით დასრულდა. აქვე შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ გია ცეცაძის გუნდმა უკრაინასთან ითამაშა ფრე (3:3).
კვიპროსთან კი საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ასეთი იყო:
სანიკიძე, ბურჯანაძე, ლოჩოშვილი, კობოური, კუცია, არდაზიშვილი, კერელეიშვილი, ლაკვეხელიანი, არაბიძე, ლეჟავა, ქავთარაძე
სათადარიგოები იყვნენ: გუგეშაშვილი, სილაგაძე, ქაფიანიძე, არველაძე, ჩოგაზე, შალიკაშვილი, ძებნიაური, სამურკასოვი, სპანდერაშვილი, კერესელიძე, ანდრონიკაშვილი