იტალიური „მილანი“ კრიშტიანუ რონალდუს დამატებას აპირებდა. ამის შესახებ „როსონერის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა მარკო ფასონემ განაცხადა, თუმცა ფეხბურთელის ღირებულების გამო „როსონერიმ“ განზრახვაზე ხელი მალევე აიღო.
„მისტერ ლის („მილანი“ ყოფილი მფლობელი - ავტ) სურდა რონალდუს დამატება, რადგან სჯეროდა, რომ ჩინურ ბაზარზე ძლიერი იყო. ფეხბურთელს კი მადრიდის დატოვება უნდოდა. 2017 წლის ივლისში კრიშტიანუ აგენტ ჟორჟე მენდეშს შევხვდით, რათა შეგვემოწმებინა ფეხბურთელის ფინანსური მოთხოვნები. ამის შემდეგ კი, ტრანსფერზე ხელი ავიღეთ, რადგან რონალდუ ძალიან ძვირი ჯდებოდა“, - განაცხადა ფასონემ.
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ 2018 წელს "რეალი" მაინც დატოვა და სწორედ იტალიაში გააგრძელა კარიერა. თუმცა არა "მილანში", არამედ ტურინის "იუვენტუსში".