ჭადრაკი

14:03 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიო პირველობა სლოვენიაში

სლოვენიის ულამაზეს ქალაქ ბლედში სტარტი აიღო სენიორ მოჭადრაკეთა რიგით 28-ე მსოფლიოს ჩემპიონატმა, რომელშიც ერთბაშად 7 ქართველიც ჩაება.

2 ტურის თავზე, 50+ მამაკაცებში ქულათა მაქსიმუმი აქვთ ზურაბ სტურუასა (2529) და გიორგი ბაღათუროვს (2417), 50+ ქალებში კი ციალა ქასოშვილმა (2019) 1 ქულა მიითვალა, ხოლო გიული ალიხანაშვილმა (2816) ორივე პარტია წააგო.
65+ მამაკაცებში ვარლამ ვეფხვიშვილმა (2073) ორივე ტურში გამარჯვება იზეიმა და ლიდერთა შორის ტრიალებს, 65+ ქალებში კი უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ – მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილს (2301) აქტივში 1.5 ქულა აქვს. რაც შეეხება თამარ ხმიადაშვილს (2010), მას 1.0 ქულა მოუგროვდა.
მსოფლიო ჩემპიონატი 11 ტურად მიმდინარეობს და 29 ნოემბერს დასრულდება, მე-3 ტურის პარტიები კი დღეს, 20 ნოემბერს გახლავთ დაგეგმილი.

0.115748