ფეხბურთი

15:53 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი: „ოქროს ბურთი“ ფრანგმა უნდა მიიღოს“

„ლივერპულის“ ლეგენდარულ კაპიტანს, ამჟამად გლაზგოს „რეინჯერსის“ მთავარ მწვრთნელ სტივენ ჯერარდს მიაჩნია, რომ წლეულს „ოქროს ბურთი“ მსოფლიო ჩემპიონმა, რომელიმე ფრანგმა ფეხბურთელმა უნდა მიიღოს.

„ოქროს ბურთი“ მსოფლიო ჩემპიონ ფრანგ ფეხბურთელს უნდა ერგოს. ისეთს, ვინც სტაბილურად თამაშობს მთელი სეზონის განმავლობაში, - უთხრა ჯერარდმა France Football-ს, - ასეთებად ანტუან გრიზმანი და კილიან მბაპე მესახებიან.

მაგრამ არასოდეს უნდა დაგვავიწდეს კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი. ვფიქრობ, ამ ოთხიდან რომელიმე მიიღებს „ოქროს ბურთს.“

0.114044