ფეხბურთი

11:27 | 20.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტიტე ნეიმარზე: „კაპიტნის სამკლავური პასუხისმგებლობაა და არა ჯილდო“

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, კამერუნთან ამხანაგური მატჩის წინ, ჟურნალისტებს აუხსნა, თუ რატომ არის ნეიმარი პენტაკამპეონთა კაპიტანი.

„კაპიტნის სამკლავური პასუხისმგებლობაა და არა ჯილდო. მინდა, რომ ნეიმარი უფრო გაიხსნას მედიასთან ურთიერთობაში, საკუთარ თავზე მეტი იმუშაოს. ახლა მიმდინარე საქმეებით კმაყოფილი ვარ.

ნეიმარი მთავარი გმირია გასახდელში და ლიდერი მინდორზე. ერთხელ პრეს-კონფერენციაზე შვილთან ერთდ მოვიდა. ამის შესახებ მისთვის არავის უთქვამს, უბრალოდ, ადამიანური სითბო გამოავლინა. ის უფრო და უფრო იხვეწება, რაც ძალიან მახარებს.“ - უთხრა ტიტემ FourFourTwo-ს.

ბრაზილიის ეროვნულ გუნდში ნეიმარმა ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა (2014, 2018), მაგრამ რაიმე წარმატებისთვის არ მიუღწევია.

0.123105