საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა განაცხადა, რომ ყაზახეთთან პირველ ტაიმში რთული იყო თამაში, ხოლო მეორე ნახევარში გუნდმა მოუმატა, რაც შედეგშიც აისახა:
„ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, რადგან მთელი გუნდით დაცვაში იდგნენ და ძნელი იყო გოლის გატანა. მეორე ტაიმში უფრო მეტად გახსნილი თამაში იყო, კარგი თამაში ვაჩვენეთ და გოლებიც გავიტანეთ.
თავდამსხმელები ტრავმირებულები არიან, მითამაშია ამ პოზიციაზე რამდენჯერმე, თუმცა, ყველამ იცის, რომ ეს არაა ჩემი პოზიცია. რაც შეეხება მომენტს, ძალიან მინდოდა, რომ კაჭარავას გაეტანა გოლი და კარში ამიტომაც არ დავარტყი.
გულშემატკივრობა 90 წუთის განმავლობაში ძალიან მაგარი იყო და ამიტომ გვინოდა მოგება, რომ ნახევარფინალშიც სახლში გვეთამაშა. ვიმედოვნებ, გულშემატკივარი მაშინაც გვერდში დაგვიდგება“, - თქვა ყაზაიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა D დივიზიონის A ჯგუფი 16 ქულით მოიგო და პლეი-ოფში საუკეთესო შედეგით გავიდა. ნახევარფინალი კი 2020 წლის მარტში გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მერე თუ გინდოდა, კაჭარავას რომ გაეტანა, მიგეცა ნორმალური პასი, ჩაკვეტაძემაც კი ძლივს მიუსწრო.
ამა ხო ლეგენდა პასი გააკეთა მარა, კაჭარავა ჩაკვეტაძეს რას მისდევდა უკან, ძელი დაეკეტა როგორც ფორვარდს შეეფერება, იმენა ხეა
და რატომ გინდოდა რომ კაჭარავას გაეტანა ? რაა დაბადების დღე ქონდა თუ 1 ბაკალ პივას შეგპირდა გოლი გამატანინეო PP
1 საუკუნეა არ გაუტანია და იქნებ მოხოდილიყო გატანილი გოლის მერე
ნახევარფინალები როდისაა საიტზე წერია რომ ივნისში იქნება ესენი წერენ რომ მარტში
ნახევარფინალები გაიმართება 2020 წლის მარტში