კალათბურთი

18:26 | 19.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"დელტა" იგებს. კომენტარები

"რუსთავთან" წარმატებული თამაშის (86:79) შემდეგ ვესაუბრებით "დელტას" წარმომადგენლებს.

ლექსო ლაფანაშვილი (მთავარი მწვრთნელი): "გვქონდა მონახაზი და სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ შევასრულეთ. "რუსთავს" თავისუფალი ზონები დავუტოვეთ, გავუიოლეთ თამაში. მეორე ტაიმში უფრო აგრესიულად ვითამაშეთ და მესამე მეოთხედში კარგი ჰანდიკაპი გვქონდა. ბოლო მეოთხედში მაინც იყო შეცდომები, "რუსთავმა" ამით ისარგებლა და რამდენჯერმე შეამცირა სხვაობა. მეორე ტაიმს მაინც "დელტა" აკონტროლებდა და ლოგიკურად მოვიგეთ. მადლობას ვუხდი და წარმატებებს ვუსურვებ "რუსთავს". ვულოცავ ამ მოგებას "დელტას" მთელ დიდ ოჯახს."

ზვიად ანთაძე (კაპიტანი): "მაქსიმალურად ყურადღებით ვცდილობდით ჩვენი მთავარი მწვრთნელის მითითებების შესრულებას. ეს, მეტნაკლებად გავაკეთეთ. "რუსთავისთვის" მზად ვიყავით, მაგრამ შეცდომები მაინც იყო. იმედი გვაქვს, შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდება. გუნდი ვარჯიშობს, შეკრულია და ვემზადებით ახალი თამაშისთვის. "რუსთავს" წარმატებებს ვუსურვებ."

0.142935