კალათბურთი

18:50 | 18.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის 11 ქულა სტუდენტურ ლიგაში

სანდრო მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლმა” აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში “სენტ ლუისთან” 64:66 წააგო, ქართველ კალათბურთელს კი ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.

მამუკელაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 28:40 წუთში 11 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა.
სანდრომ 6-დან 3 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
“სეთონ ჰოლს” მომდევნო შეხვედრა 22 ნოემბერს ელის, როდესაც “გრან კანიონს” გაეჯიბრება.

0.12176