სხვა

14:04 | 18.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძე საუკეთესო რვეულში მოხვდა, წინ ჯგუფური შეჯიბრია

ალჟირში სპორტკომპლექსში Salle Harcha Hacene დასასრულს მიუახლოვდა ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშება.

ალჟირში საერთო ჯამში 161-მა მოფარიკავემ იასპარეზა, საქართველოს წარმომადგენელთაგან კი საუკეთესო შედეგი სანდრო ბაზაძემ აჩვენა, რომელმაც მეოთხედფინალში იტალიელ ენრიკო ბერესთან 11:15 წააგო.
სეზონის პირველ მსოფლიო თასზე უძლიერეს რვა მოფარიკავეს შორის მოხვედრა დამაკმაყოფილებელი შედეგია. საუკეთესო რვაში გასვლისთვის სანდრომ 14 სარეიტინგო ქულა მიიღო და მსოფლიო რეიტინგში რამდენიმე საფეხურით დაწინაურდება.
დღეს, საქართველოს ნაკრები (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ვაჟა რეჭია) გუნდურ ასპარეზობაში ჩაერთვება და პირველ შეხვედრაში სენეგალს დაუპირისპირდება.
აფრიკელები FIE-ს გუნდურ რეიტინგში 32-ე ადგილზე იმყოფებიან, მათი საუკეთესო მოფარიკავე კი იბრაჰიმა კონტეა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 68-ე პოზიციაზეა.

0.124236