ფეხბურთი

18:28 | 17.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" ცენტრალური მცველების გარეშე დარჩა

იტალიური „მილანი“ სერიოზულ საკადრო პრობლემებს განიცდის. ჯენარო გატუზოს კაპიტანი ალესიო რომანიოლიც გამოაკლდა, რომელიც Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით მოედანზე 1 თვის განმავლობაში ვერ გავა.

აღსანიშნავია, რომ „როსონერის“ ერთადერთი ჯანმრთელი ცენტრალური მცველი დარჩა - კრისტიან ძაპატა.

რომანიოლი 1 თვე, მატია კალდარა სამი თვე, ხოლო მატეო მუსაკიო 2 თვე ვერ ითამაშებს. იტალიური მედიის ცნობით, გატუზო ფრანკ კესიეს პოზიციის შეცვლას და დაცვის ცენტრში უპირებს გამწესებას.

ხსენებული ფეხბურთელების გარდა, ლაზარეთში 5 თვე იქნება ჯაკომო ბონავენტურა, ხოლო გონსალო იგუაინი 2 შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

0.112484