უეინ რუნი ინგლისის ნაკრებიდან საზეიმოდ გააცილეს. ნამატჩევს ამერიკული DC იუნაიტედის ვეტერანმა შემტევმა წარსულიდან რამდენიმე საინტერესო მომენტი გაიხსენა.
რუნის განცხადებით, ჟოზე მოურინიოს „მანჩესტერში“ მისვლის შემდეგ პრობლემები შეექმნა და ამიტომ, იძულებული გახდა „ოლდ ტრაფორდი“ დაეტოვებინა:
„მანჩესტერში“ გატარებულ ბოლო სეზონში იყო მომენტები, როდესაც ვფიქრობდი, რომ სათამაშოდ ძლიერი არ ვიყავი. ევროპა ლიგის ფინალში მხოლოდ ერთი წუთი ვითამაშე, იყო უხერხული მომენტები. ფეხბურთელის კარიერაში არსებობს მომენტები, როდესაც საკუთარ თავს ეკითხები, საკმარისად ძლიერი ვარ?.. ეს ჩემს თავს მაშინ მოხდა, როცა „მანჩესტერში“ მოურინიო მოვიდა და სათადარიგო სკამზე მტოვებდა. მჯეროდა, რომ კარგად ვვარჯიშობდი, მაგრამ არასდროს მეძლეოდა შანსი, რომ ჩემი სამუშაოს სისწორე დამემტკიცებინა. ინგლისის ლიგის თასის ფინალის დროს მოურინი მოვიდა ჩემთან და მკითხა, თას ავწევდი თუ არა. მე კი ვფიქრობდი, კი, მაგრამ ერთ წუთსაც თუ არ ვითამაშებ? თუმცა, დამარწმუნა და საბოლოოდ თასი ავღმართე. მიყვარს ფეხბურთის თამაში ეს იქნება პრემიერლიგაში თუ MLS-ში, ჩემი გრძნობები არ იცვლება. ამიტომ, „მანჩესტერიდან“ წასვლის სისწორეში დარწმუნებული ვიყავი.
ინგლისის ნაკრები? - ევრო 2004 ალბათ საუკეთესო იყო, მაგრამ სინანულთანაც ასოცირდება. საუკეთესო თანაგუნდელი? – „იუნაიტედიდან“ პოლ სქოულზი, ხოლო ინგლისის ნაკრებიდან სტივენ ჯერარდი. ყველაზე ლამაზი თამაში ალბათ, 2005 წელს, არგენტინასთან მოგებული ამხანაგური თამაში იყო (3:2). ყველაზე რთული მეტოქე? - რა თქმა უნდა, ესპანეთი“, - განაცხადა რუნიმ.
შეგახსენებთ, რუნი „მანჩესტერის“ ღირსებას 2004-2017 წლებში იცავდა, ხოლო იქამდე და მას მერე, „ევერტონის“ მაისურითაც ირჯებოდა. ინგლისის ნაკრებში კი 2003-2018 წლებში 120 მატჩში 53 გოლი გაიტანა.