ფეხბურთი

22:45 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედი" ევერტონში 34 მილიონს იხდის

"მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტები ბრაზილიაში იმყოფებიან და "გრემიოს" ფეხბურთელს ევერტონს აკვირდებიან. როგორც ESPN-ი იუწყება, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ ინგლისური კლუბი მზადაა 34 მილიონი ევრო გადაიხადოს. ევერტონის გამოსასყიდი თანხა კონტრაქტის მიხედვით კი 60 მილიონი ევროა.

ფეხბურთელისადმი ინტერესს "მანჩესტერ სიტიც" იჩენს. ჯერჯერობით უცნობია "ქალაქელები" სამხრეთამერიკელისთვის "გრემიოს" რამდენს შესთავაზებენ. ევერტონმა მიმდინარე წელს 36 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. აგვისტოში შემტევი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 22 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება შვიდი მილიონი ევროა.

0.117082