ფეხბურთი

23:12 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ალბასთან მოლაპარაკება დაიწყო

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველმა ჟორდი ალბამ შესაძლოა უახლოეს მომავალში "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს. როგორც ესპანური გამოცემა Sport-ი იუწყება, კატალონიური კლუბის და ფეხბურთელის წარმომადგენლებმა მოლაპარაკება დაიწყეს.

ალბას "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ტურინის "იუვენტუსი" იჩენს და დიდი ალბათობით ესპანელების გააქტიურება ამ ფაქტმაც გამოიწვია.

ჟორდი "ბარსელონამ" 2012 წელს "ვალენსიადან" 14 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მას შემდეგ მარცხენაფლანგელმა 263 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და 48 საგოლე გადაცემა შეასრულა. ალბას სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონი ევროა.

0.11302