„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ედ ვუდვორდმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სეზონის ცუდი დასაწყისის მიუხედავად, გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელები მზად არიან სიტუაციის გამოსასწორებლად.
„ჩემპიონთა ლიგაში კარგად გამოვიყურებით. რაც შეეხება პრემიერლიგას, ტურნირი არაერთგვაროვნად დავიწყეთ. გვქონდა ჩავარდნები. მიუხედავად ამისა, მწვრთნელი და ფეხბურთელები აბსოლუტურად ენდობიან ერთმანეთს. სურთ სიტუაცია მალე გამოასწორონ. მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.“ - უთხრა ვუდვორდმა Goal-ს.
ამჟმად „მანჩესტერი“ პრემიერლიგაში 12 ტურის შემდეგ, 20 ქულით მე-8 ადგილზეა. რაც შეეხება ვუდვორდს, შემოდგომის დასაწყისში სწორედ მასსა და მოურინიუს შორის მოხდა უთანხმოება, ახალ ტრანსფერებთან დაკავშირებით. შედეგად, პორტუგალიელს გუნდის დატოვებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ, ჩანს, ურთიერთობა ჯერჯერობით დალაგდა.