საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ ანდორასთან (1:1) შეხვედრა შეაფასა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, ცუდია, რომ ვერ გაიმარჯვეს, მაგრამ ამით საგანგაშო არაფერი მომხდარა.
„ვფიქრობ, მეტოქესთან შედარებით უკეთ ვითამაშეთ, ბევრად მეტი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ დასანანი გოლი გავუშვით, რომელსაც არავინ ელოდა. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამით არაფერი კატასტროფული არ მომხდარა. რა თქმა უნდა, საწყენია, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ წინ ყაზახეთთან მატჩია, რომელშიც გამარჯვებისთვის გავალთ მოედანზე“, - განაცხადა ხოჭოლავამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 5 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილზეა. ბოლო მატჩს კი 19 ნოემბერს, თბილისში, ყაზახეთის ნაკრებთან ჩაატარებს.
სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ანდორადან