ფეხბურთი

0:30 | 16.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო ანდორას ამარცხებს

ანდორაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე მატჩს ატარებს.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ტაიმი შემართებით დაიწყო და უპირატესობა თავიდანვე შესამჩნევი გახადა. მე-9 წუთზე ანგარიში გიორგი ჩაკვეტაძემ გახსნა და „ჯვაროსნები“ დააწინაურა. უნდა აღინიშნოს ოთარ კაკაბაძის პასი, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან კარგად ჩააწოდა და ჩაკვეტაძეს ანგარიშის გახსნა აღარ გასჭირვებია.

გოლის გატანის შემდეგ საქართველო უპირატესობას ისევ ფლობდა, მაგრამ საგოლე მომენტები თითქმის არ შეუქმნია. ყველაზე ახლოს მიზანთან ბაჩო არაბული იყო, რომელმაც ბურთი კარს ზემოდან გადააცილა. ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ანდორასაც მიეცა გათანაბრების შანსი, თუმცა გიორგი ნავალოვსკიმ კარგად ითამაშა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. საბოლოოდ, 1:0 პირველი ტაიმის შემდეგ.

შეხვედრის დაახლოებით 10 წუთში განახლდება.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ანდორადან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11143