სხვა

19:45 | 15.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოფარიკავეები ძალებს მსოფლიო თასზე სცდიან

16 ნოემბერს, ალჟირში ხმლით ფარიკაობაში ვაჟთა შორის 2018-19 წლების სეზონის პირველი მსოფლიო თასი აიღებს სტარტს. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ხვალ და ზეგ ინდივიდუალური ასპარეზობა გაიმართება, კვირას კი გუნდური შეჯიბრი ჩატარდება.

სეზონის პირველმა მნიშვნელოვანმა სტარტმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ალჟირის ისტორიულ სპორტკომპლექსში Salle Harcha Hacene, რომელიც 8 ათას მაყურებელზეა გათვლილი, პირად პირველობაში მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან 161 სპორტსმენი ისპარეზებს, მათ შორის FIE-ს რეიტინგის თითქმის ყველა ლიდერი. გუნდურ შეჯიბრში 24 საუკეთესო გუნდი გამოვა.
უკვე ალჟირში იმყოფებიან ქართველი მოფარიკავეები: სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი და ვაჟა რეჭია, რომლებიც როგორც – პირად ასევე გუნდურ პირველობაში გამოვლენ.

0.134699