„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ფრედი ინგლისში უკმაყოფილოა და გუნდის დატოვებაზე ფიქრობს. ფრანგული გამოცემა L’Equipe წერს, რომ ბრაზილიელმა ამის შესახებ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ ფერნანდინიოს უთხრა.
ფრედი, რომელიც „მანჩესტერს“ ზაფხულში „შახტარიდან“ 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეურთდა, სათამაშო დროის დეფიციტს განიცდის. ჟოზე მოურინიო ნაკლებად ენდობა და ბოლო რვა მატჩიდან მხოლოდ ორჯერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში.
გარდა ამისა, ფრედს კომუნიკაციის პრობლემაც აქვს, რადგან ინგლისურ ენაზე ვერ საუბრობს. მთლიანობაში ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში 9 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.