„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ „იუვენტუსში“ დაბრუნება სურს. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, „იუნაიტედი“ მისი სახლია და თავს ბედნიერად გრძნობს. შესაბამისად, „ოლდ ტრაფორდის“ დატოვებას არ აპირებს.
„როდესაც „მანჩესტერში“ დავბრუნდი, მსოფლიოში საუკეთესო გრძნობა დამეუფლა. სახლში დავბრუნდი, ყოველთვის ვოცნებობდი ამ მაისურის ჩაცმაზე, ბევრი თამაშის ჩატარებაზე და გოლების გატაზე.
თითქოს არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ისეა, როგორც წლების წინ. შეიცვალა მხოლოდ გუნდის შემადგენლობა და მწვრთნელი. დავბრუნდი სახლში, რომელიც თითქოს არასდროს დამიტოვებია. უბრალოდ, 4 წელი შვებულებაში ვიყავი“, - თქვა პოგბამ.
შეგახსენებთ, პოლ პოგბა „მანჩესტერიდან“ „იუვენტუსში“ 2012 წელს გადავიდა, ხოლო ოთხი წლის მერე ისევ ინგლისში დაბრუნდა. ბოლო დროს კი, „ბებერ ქალბატონსა“ და პოგბას ერთმანეთს ხშირად უკავშირებენ.