კლაუდიო რანიერი ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა და ამიერიდან „ფულჰემს“ გაწვრთნის. აღნიშნულ ინფორმაციას ლონდონური გუნდის ვებგვერდი ავრცელებს.
იტალიელმა სლავისა იოკანოვიჩი შეცვალა, რომელიც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. „კოტეჯერებს“ პრემიერლიგის 12 ტურის შემდეგ მხოლოდ 5 ქულა აქვთ მოპოვებული და ბოლო ადგილზე იმყოფებიან.
„ფულჰემმა“ ერთადერთი გამარჯვება 26 აგვისტოს, „ბარნლისთან“ (4:2) მოიპოვა და მას შემდეგ მოუგებლად ასპარეზობს.
რაც შეეხება რანიერის, „ლესტერში“ ტრიუმფალური მუშაობის შემდეგ, რომელიც 2016 წელს გააჩემპიონა, ფრანგულ „ნანტში“ მუშაობდა. „ლესტერიდან“ კი, 2017 წლის თებერვალში დაითხოვეს.