სერია A-ს ხელმძღვანელობა, იტალიის სუპერთასის მატჩს საუდის არაბეთიდან სხვა ქვეყანაში არ გადაიტანს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში, ამ ქვეყნის საკონსულოს ტერიტორიაზე ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი მოკლეს - გვამცნობს Football Italia.
საუდის არაბეთში იტალიის ელჩმა, ლუკა ფერარიმ, სერია A-ს პრეზიდენტ გაეტანო მიკიჩეს სთხოვა, არ შეეცვალა მატჩის ჩატარების ადგილი „საერთაშორისო ბალანსის“ დარღვევის თვიდან ასაცილებლად.
ასე რომ, იტალიის სუპერთასის მატჩი, რომელშიც „იუვენტუსი“ „მილანს“ შეხვდება, 2019 წლის 16 იანვარს, ქალაქ ჯედაში გაიმართება.
დღეისათვის, ტურინელებს და მილანელებს ქვეყნის სუპერთასი თანაბრად, 7-7-ჯერ მოუგიათ.