არგენტინის ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი, დიეგო მარადონა ამბობს, რომ „რეალის“ ახალდანიშნული მთავარი მწვრთნელი, მისი თანამემაულე სანტიაგო სოლარი, ამ პოსტზე დიდ ხანს ვერ გაჩერდება.
„სოლარის გუნდში სათანადო მხარდაჭერა არ აქვს. ის მწვრთნელად იმიტომ დანიშნეს, რომ პრეზიდენტი უმაგრებს ზურგს. ვფიქრობ, ამ პოსტზე დიდ ხანს ვერ გაჩერდება, - უთხრა მარადონამ Marca-ს, - ზიდანის შემთხვევაშიც ასე იყო, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა. სულ სხვაა, როცა ლაპარაკობთ ადამიანზე, რომლის გვარიც ზიდანია.
მადრიდში მუშაობა მეც მომეწონებოდა. დიდი გამოცდილება მაქვს. მაგრამ, ახლა ბედნიერი გახლავართ იქ, სადაც ვარ.“
ამჟამად, „დონ დიეგო“ მექსიკური „დორადოსის“ მწვრთნელია.