ფეხბურთი

23:24 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რეალმა" სოლარის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

როგორც მოსალოდნელი იყო, მადრიდის „რეალმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე სანტიაგო სოლარის დარჩენა ოფიციალურად დაადასტურა. თუმცა, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობამ არგენტინელის გაცილებით დიდი ნდობა გამოუცხადა, ვიდრე ესპანური მედია ვარაუდობდა.

სოლარი „რეალს“ არა მიმდინარე სეზონის ბოლომდე, არამედ 2021 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის.

შეგახსენებთ, სოლარიმ მადრიდული გრანდი ორი კვირის წინ, დროებით ჩაიბარა. ამ პერიოდში „რეალმა“ ყველა ტურნირის ჩათვლით 4 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო. სოლარი კი ისტორიაში შევიდა, რადგან ასეთი კარგი სტარტი „ბლანკოსის“ თავკაცის პოსტზე 89 წლის განმავლობაში არავის ჰქონია.

0.11363