ფეხბურთი

17:50 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი დასაჯეს

იტალიური „მილანის“ თავდამსხელი გონსალო იგუაინი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. სერია A-ს ბოლო ტურში „იუვენტუსთან“ დაპირისპირებისას, მსაჯთან შელაპარაკების გამო მოედნიდან გააძევეს.

მომხდარზე ლეგა კალჩოს სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა, რის შედეგადაც, „პიპიტა“ ორი ტური დაისვენებს. „როსონერის“ იგუაინის გარეშე „ლაციოსთან“ და „პარმასთან“ მოუწევს თამაში.

შეგახსენებთ, გონსალო იგუაინმა ყოფილი გუნდის კარში ჯერ პენალტი ვერ გაიტანა, ხოლო შემდეგ წითელი ბარათი მიიღო. მოგვიანებით, სამხრეთ ამერიკელმა ბოდიში საჯაროდ მოიხადა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამით სასჯელის თავი ვერ დააღწია.

0.113141