ფეხბურთი

17:22 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯო კოულმა კარიერა დაასრულა

ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ჯო კოულმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

„ეს იყო ოცნება. ვიმედოვნებ მომდევნო 20 წელი ისეთივე იქნება, როგორც განვლილი 20 წელი გახლდათ პროფესიონალურ ფეხბურთში“, - თქვა კოულმა.

37 წლის ინგლისელი ბოლოს ამერიკულ „ტამპა ბეიში“ თამაშობდა, როლის რიგებშიც 57 თამაში ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

კარიერის საუკეთესო წლები კი 2003-2010 წლებში ლონდონის „ჩელსიში“ გაატარა. სხვა და სხვა დროს, ასევე იცავდა „ვესტ ჰემის“ (1998-2003, 2013-2014), „ლივერპულის“ (2010-2013), „ლილის“ (2011-2012), „ასტონ ვილასა“ (2014-2016) და „ქოვენთრი სიტის“ (2015-2016) იცავდა.

ინგლისის ნაკრებში (2001-2010) 56-ჯერ ითამაშა და 10 გოლი გაიტანა. პროფესიულ კარიერაში კი 716 თამაში ჩაატარა და 104 გოლის გატანა შეძლო.

0.113625