ფეხბურთი

9:49 | 13.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სოლარი - საუკეთესო დებიუტანტი ბოლო 89 წლის განმავლობაში

მადრიდის „რეალის“ უკვე მთავარ მწვრთნელ, სანტიაგო სოლარის, „სამეფო კლუბში“ ბოლო 89 წლის განმავლობაში საუკეთესო დებიუტი გამოუვიდა.

პირველ ოთხ მატჩში მისი ხელმძღვანელობით, „რეალმა“ ოთხივე მოიგო, ბურთების შეფარდებით 15:2. ეს საუკეთსო შედეგია ახალ დამრიგებელთან ერთად 1929 წლის შემდეგ.

სოლარი „სამეფო კლუბს“ 29 ოქტომბრიდან მოძღვრავს. ამ პერიოდში გუნდმა ოთხი შეხვედრის ჩატარება მოასწრო: ქვეყნის თასზე „მელილიასთან“ 4:0, ჩემპიონთა ლიგაში „პლზენთან“ 5:0 და პრიმერაში: „ვალიადოლიდთან“ 2:0 და „სელტასთან“ 4:2.

შეგახსენებთ, რომ სოლარიმ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხულენ ლოპეტეგი შეცვალა, რომელიც ცუდი შედეგების გამო გაათვისუფლეს.

დანიშვნიდან, სოლარი მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად ითვლებოდა. გუშინ კი, ესპანურმა მედიამ გაავრცელა ინფომაცია, რომ არგენტინელი სპეციალისტი „სამეფო კლუბს“ სეზონის ბოლომდე გაწვრთნის. ოფიციალურად, ამის შესახებ, მიმდინარე კვირაში გამოცხადდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114968