ფეხბურთი

18:50 | 12.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" ფანებმა ბონუჩი გემის მოღალატე კაპიტანს შეადარეს

ტურინის „იუვენტუსის“ მცველ ლეონარდო ბონუჩის „მილანთან“ არ უთამაშია, მაგრამ ყოფილი გუნდის გულშემატკივრების ობსტრუქციას თავი მაინც ვერ აარიდა.

Curva Sud-ის ტრიბუნაზე „როსონერის“ ტიფოზებმა ბანერი გამოფინეს, რომელზეც ვკითხულობთ:

„ბონუჩი, შენზე უარესი მხოლოდ სკეტინოა“.

ფრანჩესკო სკეტინო „კოსტა კონკორდიას“ გემის ყოფილი კაპიტანია. ლაინერმა კატასტროფა განიცადა, თუმცა სკეტინომ გემი ეკიპაჟის სხვა წევრებაზე ადრე დატოვა.

0.110579