რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრიუმფალურად იასპარეზა ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57 კგ.).
ქართველმა სამბისტმა პირველობა არავის დაუთმო და ოქროს მედლის მფლობელი მეხუთედ გახდა. გუშინვე წარმატებას მიაღწია დავით ლორიაშვილმა (100 კგ.), რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
დღეს, მსოფლიო პირველობაზე ძალებს ელისო სისაური (68 კგ.), ელენე ქებაძე (+80 კგ.), გენადი ჩირგაძე (62 კგ.), ბექა ბერულავა (82 კგ.) და ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ) მოსინჯავენ.