ქართველმა კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ ტრავმის მოშუშების შემდეგ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მისი და დუდა სანაძის “გიპუზკოა ბასკეტი” “სან ბაპლო ბურგოსს” დაუხვდა და 92:83 იმარჯვა.
ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 27:19 წუთში 19 ქულა და 6 მოხსნა (3 შეტევაში) მიითვალა. ბექამ 6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ ალბერტო კორბაჩოს ჩამორჩა, რომელმაც 11-დან 8 სამქულიანი გამოიყენა და 25 ქულა ჩააგდო.
რაც შეეხება სანაძეს, მან მოედანზე 08:57 წუთი გაატარა და 5 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 2-დან 1 ორქულიანი და სამქულიანი გამოიყენა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
“გიპუზკოა ბასკეტს” 2 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა, თუმცა კი, უკვე ოთხ მეტოქეს წამოეწია.
ქართველ კალათბურთელთა გუნდი მომდევნო შეხვედრას 18 ნოემბერს, სტუმრად, მადრიდის “რეალთან” გამართავს.