ფეხბურთი

16:19 | 11.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" ბენატია შესაძლოა იჯარის წესით დაიმატოს

მაროკოს ეროვნული ნაკრების და "იუვენტუსის" მცველი მეჰდი ბენატია შესაძლოა ზამთრის სატრასნფერო პერიოდში "მილანმა" იჯარის წესით დაიმატოს. როგორც Calciomercato იუწყება, აფრიკელი მოთამაშე ტურინულ გუნდში უთამაშებლობას უჩივის და გუნდის შეცვლა სურს.

მიმდინარე სეზონში ბენატიამ ხუთი შეხვედრა ჩაატარა და მასიმილიანო ალეგრი ნაკლებად ენდობა. გასულ სეზონში მეჰდიმ ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა და სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა.

0.113993