ურუგვაის ეროვნული ნაკრების და კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლუის სუარესი ლა ლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნული ინფორმაცია ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
სამხრეთამერიკელმა მოთამაშემ გასულ თვეში სამი მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა. სუარესმა ჰეთ-თრიკი მადრიდის "რეალთან" მოგებულ (5:1) მატჩში შეასრულა, ხოლო ერთხელ თავი "სევილიასთან" გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში ლუისმა ყველა ტურნირზე 16 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და ასევე ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.