გაბონის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი პრემიერლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია "მეთოფეთა" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
გასულ თვეში აფრიკელმა მოთამაშემ ინგლისის ჩემპიონატში სამი შეხვედრა ჩაატარა. "ფულჰემთან" და "ლესტერთან" ობამეიანგმა ორ-ორი გოლი გაიტანა, ხოლო "კრისტალ პალასთან" თავი ერთხელ გამოიჩინა. აღნიშნულ ხუთ გოლთან ერთად, პიერ-ემერიკმა ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა. სულ მიმდინარე სეზონში ობამეიანგმა ყველა ტურნირზე 15 მატჩი გამართა და გულშემატკივრები ცხრაჯერ გაახარა.