კალათბურთი

13:23 | 2.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

პოლ ჯორჯი: „ვიმედოვნებ, ფლეი ოფში დავბრუნდები“

„ინდიანა პეისერსის“ 24 წლის კალათბურთელი პოლ ჯორჯი იმედოვნებს, რომ გუნდს ფლეი ოფის პერიოდში მაინც დაუბრუნდება. აღნიშნულ ინფორმაცია პორტალი NBA.com ავრცელებს.

„შესაძლებელია ამ სეზონში ვითამაშო. ვესაუბრე ჩემს თანაგუნდელებს და ვუთხარი - ბიჭებო თქვენ უნდა გახვიდეთ ფლეი ოფში. ეს იქნება საუკეთესო საშუალება, რომ მომეცეს შანსი ამ სეზონში ვითამაშო“. - განაცხადა პოლ ჯორჯმა.

ამ ზაფხულს, პოლ ჯორჯმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ მატჩში ფეხი მოიტეხა.


პოლ ჯორჯის ფეხის მოტეხვის ამსახველი კადრები

http://www.youtube.com/watch?v=Bd3B2DsHQTg



0.119409