ფეხბურთი

4:59 | 8.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალური და აბსურდული პენალტი ჩემპიონთა ლიგაზე (+VIDEO)

"მანჩესტერ სიტიმ" დონეცკის "შახტარი" 6:0 გაანადგურა, თუმცა სანამ მეტოქეს გააცამტვერებდა, იქამდე სკანდალური ეპიზოდიც იყო. 24-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები მხოლოდ 1:0 იგებდნენ, სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა. პენალტი, რომელიც ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე აბსურდულია.

რაჰიმ სტერლინგი საჯარიმოში შეიჭრა, დაეცა. დაეცა, საკუთარი ინიციატივით, მიწას ფეხი წამოარტყა. მეტოქეთაგან ინგლისელს არავინ შეხებია. მიუხედავად ამისა, გამოცდილმა უნგრელმა არბიტრმა ვიქტორ კაშაიმ უკრაინელთა კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა...

ეპიზოდი იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ ფეხბურთელებსაც გაეცინათ მსაჯის გადაწყვეტილებაზე. ისე, საინტერესოა, ამ მომენტის ნახვის შემდეგად კვლავ ფიქრობენ უეფაში, რომ VAR-ი საჭირო არაა?..

0.132323