ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სულ მალე „მილანს“ ჩაიბარებდა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ეს ტყუილია.
„გარწმუნებთ, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია. თუ ვინმესთან კონტრაქტს გავაფორმებ, ამას ვიტყვი კიდეც. ახლა ჩემს სამუშაოზე ვარ კონცენტრირებული, რომელსაც ტელეკომპანია BeIN Sports-ში ვაკეთებ და ეს არაა ადვილი“, - განაცხადა ვენგერმა.
შეგახსენებთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ ვენგერმა სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნება 2019 წლის იანვრით დააანონსა, თუმცა კონკრეტული გუნდის სახელი არ დაუსახელებია.