ფეხბურთი

10:23 | 7.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა ჰოლანდიელი მსაჯი უპატივცემულობაში დაადანაშაულა

„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელმა შემტევმა, ნეიმარმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფირი ეტაპის მე-4 ტურის მატჩში, „ნაპოლის’“ წინააღმდეგ, მომუშავე, ჰოლანდიელი არბიტრი, ბიორნ კეიპერსი გააკრიტიკა.

„მსაჯმა დღეს ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ყველაზე ძალიან იმან გამაბრაზა, როგორ მეპყრობოდა კეიპერსი. ისეთი რაღაც მითხრა, დიდი უპატივცემულობა იყო ჩემს მიმართ, ამიტომაც დავკაგე კონტროლი.

მისი სათამაშო შეცდომები დიდად არ მაღელვებს. ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და შეიძლება შეცდეს. მაგრამ, როცა მოთამაშეებს ასე ეპყრობა, აუტანელია. მას აქვს სასტვენი და ბარათები, კეთილი ინებოს და წესების მიხედვით მოიქცეს. ვიმედოვნებ, მისი თავხედობა შეუმჩნეველი არ დარჩება.“ - უთხრა ბრაზილიელმა UOL-ს.

0.122928