ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) პირველივე წრეში გამოეთიშა. გორგოძე კორტზე დღეს გავიდა, მე-7 ნომრად განთესილ რუს ევგენია როდინას გაეჯიბრა და 1:6, 2:6 დამარცხდა.
ლას ვეგასში მიმდინარე 80-ათასიანი შეჯიბრის ძირითად ბადეში გასვლა ვერ მოახერხა სალომე დევიძემ. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციაში ამერიკელ ოლივია პედრო 6:0, 6:1 დაამარცხა, მე-2 რაუნდში კი კიდევ ერთ მასპინძელ ჯულია ელბაბასთან 1:6, 3:6 წააგო.