ფეხბურთი

10:24 | 6.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

პიანიჩი: „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია“

„იუვენტუსის“ ბოსნიელ ნახევარმცველს, მირალემ პიანიჩს, სჯერა, რომ ტურინულ კლუბს მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება ძალუძს.

„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. უძლიერესი, კონკურენტუნარიანი და გამოცდილი შემადგენლობა გვყავს, რომელსაც უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია. მჯერა ამ გუნდის. ჩვენ ლიგის მოგება ძალგვიძს.“ - უთხრა პიანიჩმა Sky Sports-ს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, მე-4 ტურის მატჩში, „იუვენტუსი“ ოთხშაბათს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115579