ფეხბურთი

19:10 | 5.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის “დინამო” “ატეიტის თასის” მფლობელია (+VIDEO)

თბილისის “დინამოს” 14 წლამდე შემადგენლობამ ვილნიუსში მიმდინარე ტურნირი – “ატეიტის თასი” გამარჯვებით დაასრულა.

დინამოელთა ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ვასილ გეგუჩაძის გუნდმა ფინალში დუბლინის “ჩერი ორჩარდი” 2:0 დაამარცხა.
თბილისელებმა გადამწყვეტი პაექრობა უპირატესობით ჩაატარეს და თუ პირველ ტაიმში შექმნილ ერთ საგოლე მომენტს არ ჩავთვლით, ირლანდიელებს რეალური შანსი არც შეუქმნიათ, გოლები კი საბა გეგიაძემ და ჯადული იობაშვილმა გაიტანეს.
ფინალის შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელზეც ორგანიზატორებმა თბილისელი ფეხბურთელებიც გამოარჩიეს.
საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული დავით შიოლაშვილმა მოიპოვა, ხოლო ტურნირის საუკეთესო მეკარე ლუკა ჯოჯუა გახდა.
შეგახსენებთ, რომ დინამოელებმა ფინალამდე ლატვიური “დაუგავპილსი” 1:0 დაამარცხეს, ესტონურ “კალევს” 3:1 აჯობეს, ბელარუსის “ნემანი” 3:0 დაჯაბნეს, ხოლო ლიეტუვის ნაციონალურ საფეხბურთო აკადემიასთან ფრედ – 0:0 ითამაშეს.
ნახევარფინალში ჩვენი გუნდი ა ჯგუფის გამარჯვებულ ბელარუსის “ბატეს” შეხვდა, რომელმაც ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში ინლისური “მიდლსბრო” 5:0 დაამარცხა. ლურჯ-თეთრებმა “ბატეს” ორი უპასუხო გოლით მოუგეს და ფინალში გავიდნენ.

“დინამო” (თბილისი) 2:0 “ჩერი ორჩარდი” (დუბლინი)
“დინამო”: ჯოჯუა, მოლაშვილი, გაფრინდაშვილი, ბაგრატიონი, კვერენჩხილაძე, ცხოვრებაშვილი, გეგიაძე, ხუტიაშვილი, კობახიძე, შიოლაშვილი, იობაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: ჯანაშია, გოგებაშვილი, როსივერი, თოდუა, დევიძე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112865