ფეხბურთი

17:30 | 5.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" ბენატია დატოვებს?

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი მეჰდი ბენატია სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა. მაროკოელმა იტალიურ მედიასთან კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ ასეთ სიტუაციაში თავს კარგად არ გრძნობს.

„მინდა უფრო მეტი ვითამაშო. გასულ წელს შედარებით ყველაფერი კარგად იყო, თუმცა სამწუხაროა, რომ სათამაშო დრო ნაკლებად მაქვს. ეს ჩემი საქმის ნაწილია და ყოველთვის მზად ვარ.

ნომალურია, რომ თავს კარგად არ ვგრძნობ, რადგან 31 წლის ვარ და ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო.

დავტოვებ თუ არა იანვარში „იუვენტუსს“? - მოდი დაველოდოთ და ვნახოთ რა მოხდება. თუ მათ დავჭირდები, მე სიამოვნებით დავრჩები ალეგრის გუნდში.

მთავარია გუნდს დაჭირდე და მზად ვარ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე ვიყო გუნდის ნაწილი“, - განაცხადა ბენატიამ.

მეჰდი ბენატიამ მიმდინარე სეზონში "ბებერი ქალბატონის" როგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 5 მატჩი ჩაატარა.

0.109161