ჭადრაკი

17:07 | 5.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხუხაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

რუსულ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ჭადრაკში პირველი წრის ტაი-ბრეიკი მიილია, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ქართველი სოფიკო ხუხაშვილი (2316) შეჯიბრს გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ ხუხაშვილმა ინდოელ დრონავალი ჰარიკასთან (2498) ორივე კლასიკური პარტია ყაიმით დაასრულა და დღეს ტაი-ბრეიკის საწყისი შეხვედრაც ზავით დასრულდა, აი, მეორეში კი ფავორიტად შერაცხულმა ინდოელმა მოიგო და საბოლოო ჯამში 2.5:1.5 იმარჯვა.
ამგვარად, მსოფლიო პირველობაზე ბრძოლას 3 ქართველი მოჭადრაკე აგრძელებს. 1/16-ფინალში, რომელიც სტარტს ხვალ აიღებს და ასევე 2 პარტიისგან შედგება, ბელა ხოტენაშვილი სწორედ ხსენებულ ჰარიკას ეთამაშება, ნინო ბაციაშვილი (2465) – ჩინელ მო ჟაის (2352), ხოლო ნანა ძაგნიძე (2516) – ასევე ჩინელ ტინჯიე ლეის (2457).

0.114936