ფეხბურთი

15:16 | 4.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

რემზი შესაძლოა "ბაიერნში" გადავიდეს

უელსის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" ცენტრალური ნახევარმცველი აარონ რემზი შესაძლოა "ბაიერნმა" დაიმატოს. როგორც Sunday Express-ი იუწყება, გერმანული გრანდი შემდეგი წლის ზაფხულში ფეხბურთელის გადაბირებას შეეცდება. რემზის "მეთოფეებთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და "ბაიერნი" ფეხბურთელის სანაცვლოდ არაფერს გადაიხდის.

რემზიმ კარიერა "კარდიფში" დაიწყო და 2008 წელს "არსენალში" გადავიდა. ლონდონური კლუბის მაისურით აარონმა 345 მატჩი ჩაატარა და თავი 60-60 გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. უელსელმა ინგლისის თასი სამჯერ მოიგო, ხოლო სუპერთასი - ორჯერ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124265